Saturday, June 25, 2016

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:  გერმანული ანბანის შესწავლა.

2. პროექტის მთავარი იდეა: 
მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ  ანბანის ნიმუშები.

3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები შეისწავლიან გერმანული ანბანის ნიმუშებს. გაეცნობიან გერმანულ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ყოფა-ცხოვრებას, რითაც გაიღრმავებენ სიყვარულს.

4. პროექტის მიზნები: 
მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.

5. მოსწავლეთა ასაკი:  12/ 13 წელი;

6. ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა;

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: 
შეიქმნებაგერმანული ენის ნიმუშები ჩანაწერები, ფოტომასალა, მოძიებული მასალა დახარისხდება და გამოქვეყნდება ბლოგზე.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
  კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
2. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება. 
3. კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა. 
4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი. 
6. საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა. 
თითოეული ჯგუფი წარადგენს თავიანთ მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით. მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალებს 7. შეფასება მოხდება ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორ იყო მუშაობის პროცესში ჩართულობა და წვლილი.

10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  

. V.2 მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
·                        მოსწავლე ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: 
·                        დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.  

ქ.V.5. მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1. ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარმოსადგენად. 
2. სადისკუსიო თემის ირგვლივ ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
·                        მოსწავლე თანამშრომლობს მასწავლებელთან. 
·                        ისმენს და იწერს სხვის მონათხრობს. 

გაუფრთხილდეთ უცხო ენას’’გერმანული ენა’’.

11. პროექტის ხელმძღვანელი:  თამაზი ნათენაძე

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  tamasinatenadze1@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი


No comments:

Post a Comment