Wednesday, June 29, 2016

გაკვეთილის გეგმა.

გაკვეთილის თემა

გერმანული ანბანის შესწავლა
სწავლების საფეხური
დაწყებითი
მოსწავლეთა პროფილი
3
დრო/ხანგრძლივობა
45წთ.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები ეცნობიან გერმანულ ანბანს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ეცნობიან გერმანულ ასოებს გერმანულ ენაზე.
კავშირი საგნებთან
ასოების შესწავლა გამდიდრება
ე.ს.გ.მისაღწევი შედეგები
უცხ.დ.I.2. მოსწავლე შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული
 მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·           ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·           ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.

უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს;
·           ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ნაბეჭდ ასოებს;
·           აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან;
·           დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
·           ადარებს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა (მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო ერთ ბგერად გამოითქმის);

უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს

წინარე ცოდნა
მოსწავლეები იხსენებენ უკვე შესწავლილ ასოებს
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
Pb 92-93 poster 106-110 cd 2 კომპიუტერი პროექტორი,დაფა
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
1.მისალმება,დავალების შემოწმება 5წთ აქტივობა.ბავშვები  ასახელებენ უკვე შესწავლილ ანბანს და წერენ დაფაზე. 5წთ მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას იქცევსსახელმძღვანელო მოცემული სურათისკენ.
2.მასწავლებელი ბავშვებს აჩვენებს ახალ სიტყვებთან დაკავშირებულ სურათებს კომპიუტერში.ბავშვები ჩაიწერენ ახალ სიტყვებს ლექსიკონში ქართულ განმარტებით,შემდეგ იმეორებენ სიტყვებს.7წთ.
3.მასწავლებელი დიალოგს ასმენინებს ბავშვებს,მეორედმოსმენისას ბავშვები იმეორებენ ქრაზებს პაუზის შემდეგ და თარგმნიან.რამდენიმე ბავშვი კითხულობს დიალოგს როლებში 20წთ.
4.ხდება გაკვეთილის შეჯამება,საშინაო დავალების მიცემა 7წთ.
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავით;კომენტარი

No comments:

Post a Comment